უკრაინაში არსებული ვითარება ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებს გვახსენებს - შვედეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებს შეადარა. 

აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ, ანდერსონმა აღნიშნა, უკრაინაზე თავდასხმა იყო წყალგამყოფი, რის შემდეგაც შვედეთმა უსაფრთხოების დასაცავად ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

"უკრაინაში დღეს არსებული ვითარება გვახსენებს ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებს. ბნელ დროში დიდებულია ახლო მეგობრებთან ერთად ყოფნა. რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია სუვერენული და დემოკრატიული მეზობლის წინააღმდეგ იყო წყალგამყოფი მომენტი შვედეთისთვის. ჩვენი მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ შვედეთის მოსახლეობის უსაფრთხოება უკიდურესად იქნება დაცული ნატოს ალიანსში. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით ნატოც უფრო ძლიერი იქნება. ჩვენ ვართ უსაფრთხოების უზრუნველმყოფები თანამედროვე თავდაცვის საშუალებებით", - თქვა მაგდალენა ანდერსონმა.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი