რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა, სამრეწველო ქალაქი დანგრეულია, ბევრი სახლი ვეღარ აღდგება, ეზოებში - სასაფლაოებია - წერს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, ოკუპანტების მიერ დანგრეული და განადგურებული ქალაქი.

ომამდე რუბეჟნოეში 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

"დღეს ადგილობრივები სამ კატეგორიად იმყოფა: ევაკუირებული უსაფრთხო ქალაქებში უკრაინაში ან მის ფარგლებს გარეთ; რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტირებულები; ისინი, ვინც ჯერ კიდევ კადიროველების მძევლები არიან და ქალაქის სარდაფებში ცხოვრობენ.

ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს, თუნდაც ნულიდან! მაგრამ თქვენ ორკები გადაიხდით ამაში!" წერს სერგაი გაიდაი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი