ოპოზიციას პრემიერისგან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალი და უსაფრთხოების საკითხები აინტერესებს. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყენაში დაცულად ვერ გრძნობენ თავს და ამას "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას საქმეც ადასტურებს.
გიორგი გახარია წლიური ანგარიშით დეპუტატების წინაშე გამოდის.
ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმებაზეც ექნება კითხვები. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეს შეთანხმება, გიორგი რურუას ციხეში დატოვებით ჩააგდო.
გარდა ამისა, როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობებნ, უკვე დაიწყო აგრესიული ქმედებები ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო გარემო მძიმე იქნება და დაძაბულ ვითარებაში ჩაივლის.
"ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერის წლიურ ანგარიშზე დასასწრებად დღეს ბოიკოტი შეწყვიტეს. ამ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებენ.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს გიორგი გახარიასთან პოსტპანდემიის პერიოდთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.
გიორგი გახარიას ანგარიში 105-გვერდიანია. ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.