
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მოინახულა. ამბობს, რომ ნიკა გვარამია თავს გრძნობს მხნედ, არის მშვიდად და მზადაა ხანგრძლივი ბრძოლისთვის.
პოლიტიზირებული საქმეები, განცხადებები რომელსაც აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთის წინააღმდეგ და თავდასხმა დასავლურ ინსტიტუციებზე და დასავლეთის წარმომადგენლებზე ეს არის პირდაპირი განაცხადი ხელისუფლების მხრიდან, რომ სინამდვილეში მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ის მზად არის ხანგრძლივი ბრძოლისთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი რომ ასეთი ტიპის ჩიხური ვითარება მალე გადაწყდეს რომ ერთი პოლიტპატიმარი მეორე პოლიტპატიმრით სეიცვალოს და არსებითად ეს პრობლემას ვერ აგვარებს ხო. ფუნდამენტია გამოსასწორებელი და ეს ფუნდამენტი არის ის რომ ქვეყანა შედგეს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.