"სირცხვილია" გიორგი მჟავანაძეზე მოძალადე პოლიციელების ფოტოსურათებს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

"სირცხვილია" იმ პოლიციელების ფოტოსურათებს ასაჯაროებს, რომლებმაც მათი ინფორმაციით, 18 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე. 

"ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პილიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია." აცხადებენ მოძრაობაში.

მოძალადე პოლიციელები გამოძიებას მჟავანაძემაც დაუსახელა, თუმცა მათ ამ დრომდე არ შეჩერებიათ უფლებამოსილება. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი