შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. ვალერიან მჭედლიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს.  

"მე ვრჩები გუნდში და მივდივარ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაოდ. ეს არის ჯანსაღი და ბუნებრივი პროცესი, ერთობლივად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. არანაირი კონფლიქტი და დაპირისპირება არავისთან არ ყოფილა. მე ვარ ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი და სადაც საჭიროა ვარ იქ, იმ მომენტში", - აცხადებს ვალერიან მჭედილიძე.

ცნობისთვის, ვალერიან მჭედლიძე რეგიონის გუბერნატორის თანამდებობაზე გასული წლის 1 ივნისს დაინიშნა. იქამდე, სანამ პრემიერი ახალს რწმუნებულს დაასახელებს, გუბერნატორის მოვალეობას სიმონ გულედანი შეასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი