"თვითონ საელჩომ გააკეთოს განმარტება" | ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არ პასუხობს შეკითხვას, ამოაგდეს თუ არა აშშ-ის პროგრამიდან

გამოქვეყნდა:

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის პროგრამის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, ამ თემაზე დასმულ შეკითხვას ჩხიკვაძემ ასე უპასუხა: „აღარანაირი კომენტარი, თვითონ საელჩომ გააკეთოს განმარტება".

მანამდე, "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

წყაროს ინფორმაციით, მიზეზი სწორედ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილება გახდა. 

საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კლანის წევრზე სანქციების დაწესების საკითხი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაზე დასვეს

ამ ეტაპზე უცნობია, ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის მიზეზი ეს თხოვნაა თუ არა, თუმცა ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკაში ტრენინგზე ვეღარ წავა.

მოსამართლის თანაშემწე, თამარ ფხაკაძე "ფორმულასთან" ამბობს, რომ სემინართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი