
რუსეთმა ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი და მოჭადრაკე გარი კასპაროვი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. ორივე მათგანი ფიზიკური პირების "უცხო აგენტების" სიაში მოხვდნენ.
უცხოური მედიის ცნობით, მათი ამ სიაში ჩაწერის საფუძვლად მითითებულია: "პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება". იუსტიციის სამინისტრომ ხოდორკოვსკი უკრაინასთან, კასპაროვი კი უკრაინასთან და ამერიკულ ფონდ Human Rights Foundation-თან დააკავშირა.
ამ დროისთვის, სიაში 7 ფიზიკური პირია - ტელეწამყვანი ევგენი კისელევი, ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, ნავალნის თანაგუნდელი ლეონიდ ვოლკოვი, პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რეპერი ალიშერ მორგენშტერნი.