მინდა, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო - ლიზ ტრასი

გამოქვეყნდა:

მინდა, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Telegraph-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მოლდოვას არ აქვს ნატო-ს სტანდარტების თავდაცვა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში რუსეთის თავდასხმის შეჩერებას შეძლებს, ვლადიმერ პუტინს, კი კიევში განცდილი მარცხის მიუხედავად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, "უფრო დიდი რუსეთის" შექმნა.

""მინდა, მოლდოვა ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ და მხოლოდ ის, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს იმას, რომ მან ეს ამბიციები დაივიწყა", - ამბობს ლიზ ტრასი.

გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ნატო-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს, რომლითაც ჩაანაცვლებენ საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობას და გადაამზადებენ ჯარისკაცებს ახალი შეიარაღების გამოყენებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი