შექმენით მექანიზმი, რომ რუსებს კაპიტალი ჩამოართვათ და გადასცეთ მათი აგრესიის მსხვერპლებს უკრაინაში | ზელენსკის მიმართვა პარტნიორებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებს მიმართავს და სთხოვს, შექმნან მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს ომის მსხვერპლთა და დაშავებულთა კომპენსაციისთვის გამოიყენებენ. 

ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თითოეული ბომბისა და რაკეტისთვის, რომელიც უკრაინისკენ გაისროლა. 

"ჩვენ მივმართავთ პარტნიორ ქვეყნებს ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას და შექმნან მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყველა, ვინც დაზარალდა რუსეთის ქმედებებით, შეძლოს, მიიღოს კომპენსაცია ყველა დანაკარგისთვის. ასეთი შეთანხმების თანახმად, რუსული კაპიტალი და ქონება, რომელიც ექცევა პარტნიორი ქვეყნების იურისდიქციაში, უნდა იყოს ჩამორთმეული ან გაყინული. შემდეგ კი უნდა მოხდეს კონფისკაცია და გადამისამართება სპეციალურად შექმნილ ფონდში, საიდანაც რუსული აგრესიის ყველა მსხვერპლს შეეძლება, მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. ეს იქნება სამართლიანი. და რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყოველი ბომბის, ყოველი ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც მან ჩვენკენ გაისროლა", - ამბობს ზელენსკი.

ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის მომხრეა და დასძინა, რომ "ეს სამართლიანი იქნებოდა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი