
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბული ვითარებაა.
მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა მთელი ძალები ამ მიმართულებით გადაისროლეს.
"ამჟამად ლუგანსკის ოლქის 10%-მდე რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ. შეუძლებელია ცალსახად იმის თქმა, სად არის ყველაზე რთული ვითარება, რადგან რეგიონის მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა გამონაკლისის გარეშე", - აღნიშნა გაიდაიმ.
მანვე თქვა, რომ ოკუპანტები მარიუპოლის მსგავსად ანადგურებენ სევეროდონეცკს.
გაიდაიმ უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლები მიმდინარეობს თავად ქალაქ სევეროდონეცკში: "არა, ეს ასე არ არის. ბრძოლები გარეუბანშია".