"20 ივნისის უკან ვერ იყურებით...ნათელაშვილის ფანჩატურში იკითხეთ პოლიტიკური წარსული"- სესიაშვილი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

20 ივნისის უკან ვერ იყuრებით, - ასე მიმართა დღევანდელ სესიაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "ევროპული საქართველოს" დეპუტატ ოთო კახიძეს.

სესიაშვილის გაღიზიანება კახიძის კითხვამ გამოიწვია, რომელიც მან გიორგი გახარიას დაუსვა. მმართველი გუნდის წევრმა ოპონენტებს მკურნალობა შესთავაზა და ტრადიციულად, წარსული შეახსენა.

მესმის, რომ თქვენ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით, თუ გინდათ ამნეზიაზე იმკურნალით, ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ კითხეთ თქვენ პოლიტიკურ პარტნიორებს და მოგიყვებიან თქვენი პოლიტიკური წარსულის ამბებს საგმირონისას, თუ თქვენ არ გახსოვთ, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამეს მოქალაქეებთან ერთად სამართალდამცველებიც დაშავდნენ. სესიაშვილმა ოპოზიცია ისევ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობაში დაადანაშაულა.

ამ ქვეყანაში ძალადობით, რევოლუციური გზებით შეჭრა-შემოჭრა არ გაგივათ არასდროს, - მიმართა
სესიაშვილმა ოპოზიციას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი