
2015-ში ეკონომიკის სამინისტროს შენობა გაყიდეს, 2018 წლიდან კი იუსტიციის სამინისტროს შეეხიზნა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2015 წელს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული ტენდერით გაასხვისა. 2016 წელს კი, უწყება ნაქირავებ შენობაში განთავსდა, რომლის ქირა ბიუჯეტს 1,605,990 ლარი დაუჯდა.
2015 წელს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული ტენდერით “ჰუალინგ ჯგუფზე” გაასხვისა. 2018 წლიდან სამინისტრო იუსტიციის სახლში მდებარეობს, მანამდე კი ნაქირავებში იყო და 2016 წელს ქირა ბიუჯეტს 1 605 990 ლარი დაუჯდა. პრემიერი ღარიბაშვილის თქმით, უწყებისთვის ახალი, “თანამედროვე სტანდარტების შენობა” აშენდება, სადაც “მთელი თავისი სსიპ-ებით” გადავა. “ჰუალინგ ჯგუფს” ყოფილ ეკონომიკის სამინისტროში სასტუმრო 2019 წლამდე უნდა გაეხსნა, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა და ვადა 2023 წლამდე გაუხანგრძლივეს. ყოველი გადაცილებული დღისთვის “ჰუალინგს” 500 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა ჯარიმა 1 ლარამდე შეუმცირეს", - წერს ორგანიზაცია.