ხარკოვში რუსი ოკუპანტების სამარხები აღმოაჩინეს, მათ შორის პოლკოვნიკის

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქში, ზოლოჩივის რაიონში რუსი ოკუპანტების სამარხები აღმოაჩინეს - ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, სერგეი ბოლვინოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბოლვინოვი წერს, რომ ნანახია რუსი ჯარისკაცების 6 ცხედარი, მათგან ერთ-ერთი პოლკოვნიკი ვ.ს. გერასიმოვია. 

"საფლავის გათხრა მოგვიწია ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და საერთაშორისო პროცედურებით გადასაყვანად. რუსები არ არიან დაინტერესებულნი მიცვალებულების წაყვანით. სულ 6 ცხედარი აღმოაჩინეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმაში, მათგან ერთ-ერთი - ლეიტენანტი პოლკოვნიკი ვ.ს. გერასიმოვი", - წერს ბოლვინოვი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი