
მარიუპოლში ისევ უმძიმესი მდგომარეობაა. ქალაქს ამ დროისთვის საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს, უკრაინის ხელისუფლების ყურადღება კი მარიუპოლის გარნიზონის გათავისუფლებაზეა მიმართული.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთთან მოლაპარაკება ამჟამად შესაძლებელია მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენის პირობის შესრულების გამო, მაგრამ ახლა "ბევრი რამ" დამოკიდებულია მათი გაცვლის პროცესის შედეგებზე.
"ისინი გმირები არიან. მოვლენები როგორ ვითარდებოდა, ან რა ხდებოდა აზოვსტალში ეს მეორე საკითხია, თუმცა მთავარია, რომ მარიუპოლს ბოლომდე იცავდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჩვენი პილოტებიც, რომლებმაც იცოდნენ, რომ შეუძლებელი იყო აზოვსტალის მებრძოლებისთვის მედიკამენტების ან საკვების მიტანა, ასევე, ცხედრების გამოსვენება, შეუძლებელი იყო მარიუპოლთან მიახლოება. რუსებიც ინტენსიურად იბრძოდნენ. ასევე, გამოიყვანეს მედიკოსები და მძიმედ დაჭრილი ადამიანები. ვიცი რა ხდება", - ამბობს ზელენსკი.
ცნობისთვის, ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ თქვა რომ ომი მათ არ დაუწყიათ თუმცა უკრაინა მას დაასრულებს. მედიის ინფორმაციით , პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ის ისევ მზადაა, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, მაგრამ ამ მოლაპარაკებების მიზნები შეიცვლება იმის მიხედვით, თუ როდის გაიმართება შეხვედრა.
ამავე თემაზე: