
რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ 963 ამერიკელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ შორის აკრძალვა შეეხება აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს.
Reuters-ი წერს, რომ მოგზაურობის აკრძალვებს მხოლოდ სიმბოლური გავლენა აქვს, მაგრამ წარმოადგენს რუსეთ-აშშ-ს შორის ურთიერთობის რეგრესს, ამერიკის მოკავშირე უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის გამო.