საზარელი მკვლელობა ავტობუსში | ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

გამოქვეყნდა:

საზარელი მკვლელობა თბილისში - 27 წლის ქალი ქმარმა ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. ცნობილი ხდება, რომ მოკლულის ცხედარი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მგზავრობის დროსვე, ურთიერთშელაპარაკების დროს დაიწყო. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული, ის ადგილზევე გარდაიცვალა. "ავტობუსი გაჩერდა და ბავშვები გამორბოდნენ..." - ამბობენ თვითმხილველები. 

შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა და გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: საბა ბუაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი