
ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან "ღია და პირდაპირი" საუბარი ჰქონდა. როგორც ნიინისტომ აღნიშნა, ფინეთი გმობს ტერორიზმს.
"ღია და პირდაპირი საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანთან. განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები ფინეთი და თურქეთი ერთგული იქნებიან ერთმანეთის ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. ახლო დიალოგი გრძელდება",- დაწერა საული ნიინისტო.
ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად დაუჭირეს. საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვი დაიმუქრა, რომ ზომებს მიიღებდა, თუ ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მთავრობები ნატო-ს შეუერთდებოდნენ. 13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.