პრემიერ მინისტრის ყოველწლიური მოხსენება 20 ივნისის და გავრილოვის სისხლიანი ღამოს გარეშე. გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე ერთი საათისა და 20 წუთის განმავლობში სიტყვით გამოსვლისას, წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა ერთი სიტყუვითაც არ უხსენებია.
პრემიერს ეს მოვლენა ოპოზიციამ შეახსენა. გიორგი გახარია საკუთარი მოხსენების შემდეგ, დეპუტატების კითხვებს ისმენს.
ოპოზიცია ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოს პროგნოზირებს და აინტერესებს როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას.
მმართველი პარტიის წევრები კი დღეს ფეიკ ნიუსების თემით აპელიერებდნენ და მათ გამოსვლებში პრემიერს ამ პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებნენ. ოპოზიციამ პასუხად ხელისუფლებას შეახსენა, რომ ტროლები სწორედ "ქართული ოცნების" ხელწერაა.
უმრავლესობიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გიორგი გახარიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრების გავრცელების საქმის გამოძიება შეახსენა. როგორც ბესლიამ განაცხადა, კადრები სწორედ გახარიას შს მინისტრობის დროს გავრცელდა და დაპირების მიუხედავად მას ამ დრომდე არ მიუღია პასუხი, ვინ გაავრცელა ჩანაწერები და რა მიზნით.
პრემიერ მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს ცოტა ხანში უპასუხებს. მანამდე კი თავის გამოსვლაში გიორგი გახარიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილებები ორშაბათს აუცილებლად იქნება დამტკიცებული