
ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა ვოლინისა და პოლისიას რაიონებში დაზვერვა გააძლიერეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"დამატებითი სადაზვერვო საშუალებების განლაგება შეინიშნება გომელის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში", - აცხადებს გენშტაბი.
მათივე ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმის საფრთხე არსებობს.
ცნობისთვის, 10 მაისს ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვიქტორ გულევიჩმა თქვა, რომ უკრაინასთან საზღვარზე სპეცოპერაციების ჯგუფი განლაგდება.