პოლიტიკური დევნის გაგრძელება - ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური დევნა ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ, ახლა უკვე მის შვილზე გრძელდება.  ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუჩერეს. განცხადება ამის შესახებ შენგელიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ის ამბობს, საქმიანობის უფლება მას მაღალი თანამდებობის პირის დავალებით შეუჩერეს. ბაჩანა შენგელია პორკურატურას მიმართავს და ამ პირის მიმართ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

19 ივნისს, უბრალოდ აიღეს და ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლითაც მე ვახორციელებ საქმიანობას. ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ პოლიტიკური დევნის კამპანიის გაგრძელებას, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, დედაჩემის, ია კერზაიას მიმართ- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი