
რუსეთმა აშშ-ის 963 მოქალაქეს, მათ შორის შვიდ გარდაცვლილს ქვეყანაში შესვლა "განუსაზღვრელი ვადით" აუკრძალა.
კერძოდ, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: ყოფილი სენატორები: ჯონ მაკკეინი, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა, ჰარი რიდი (გარდაიცვალა 2021 წელს), ორინ ჰეჩი (გარდაიცვალა 2022 წელს); ყოფილი კონგრესმენი ელსი ჰესტინგსი (გარდაიცვალა 2021 წელს); მოსამართლე სტივენ ო'ნილი (გარდაიცვალა 2018 წელს); CIA-ს დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე მელისა დრისკო (გარდაიცვალა 2018 წელს); ამერიკელი ყოფილი სამხედრო ჯერემი სივიტსი (გარდაიცვალა 2022 წელს).
სანქცირებულთა სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მაისს გამოაქვეყნა. სიაშია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.