3-თვიანი ომის განმავლობაში, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 1 873 სასწავლო დაწესებულება გაანადგურა. ეს კატასტროფული მაჩვენებელია, თუმცა როდესაც ჩვენს გვერდით ერთიანი ევროპა, ამერიკელი ლიდერები და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას, ყველაფერს გავუმკლავდებით. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს 40-მილიონიანი დახმარების პაკეტის ხელმოწერის გამო, ეს კოლოსალური დახმარებაა... ვესაუბრე იტალიის პრემიერს უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაზე. რუსები მთელ თავიანთ რესურსს ჩვენი ქვეყნის განადგურებაში იყენებენ. დონბასში ვითარება მძიმეა. ჩვენი სამხედრო ძალები იერიშებს იგერიებენ, ჩვენი არმიის მოქმედება კიდევ უფრო გვაახლოებს ყველასთვის ნანატრ დღესთან - გამარჯვებასთან. რუსები ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.