მტერმა ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის დამაკავშირებელი ხიდი დაბომბა, რომლითაც რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შედიოდა | გაიდაი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი იყო, საიდანაც მოქალაქეების ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა ხდებოდა.

სერგეი გაიდაიმ სევეროდონეცკში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქალაქის ერთადერთ საავადმყოფოში მხოლოდ 3 ექიმი მუშაობს, რადგან ამ ნაწილს მტერი ინტენსიურად ბომბავს.

"მტერმა ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის დამაკავშირებელი ხიდი დაბომბა. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, რადგან ამ ხიდის საშუალებით რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შედიოდა. მისი აღდგენა ამ დროისთვის შეუძლებელია. თუ მტერი კიდევ ერთ პროლეტარსკის ხიდსაც ააფეთქებს, ქალაქი სევეროდონეცკი გარე სამყაროს სრულიად მოწყდება. ოკუპანტები იყენებენ ყველა ტიპია იარაღს, არტილერიას, ზალპურ ცეცხლსა და ავიაიერიშებს. რუსების ერთ-ერთი სამიზნე სამედიცინო დაწესებულება გახდა. საავადმყოფოს შესასვლელთან უზარმაზარი ორმოა, რომელიც რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა", - ამბობს გაიდაი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი