თალიბანის ბრძანებით, ავღანეთში ტელეწამყვანი ქალები ეთერში ჰიჯაბით და დაფარული სახეებით იქნებიან

გამოქვეყნდა:

ავღანეთში, თალიბანის ახალი ბრძანებით ტელეწამყვანი ქალები ეთერში ჰიჯაბით და დაფარული სახეებით იქნებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თალიბანის მიერ შემოღებულ წესებზე რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთმა წამყვანმა უარი თქვა, თუმცა მათ დამსაქმებლების ზეწოლას ვეღარ გაუძლეს.

TOLOnews-ის წამყვანის, ფარიდა სიალის თქმით, თალიბებს სურთ ქალების წაშლა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან.

"ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე, არაუშავს, თუ თმას დავიფარავთ, მაგრამ წამყვანებს ძალიან უჭირთ ზედიზედ 2-3 საათით სახედაფარულ მდგომარეობაში საუბარი. თალიბებს სურთ ქალების წაშლა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან“, - ამბობს ფარიდა სიალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი