
გადაუღებელმა წვიმებმა ბანგლადეშსა და ინდოეთში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, დაზარალებულია მილიონზე მეტი.
სპეციალისტების თქმით, ბანგლადეშის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე ეს ყველაზე საშინელი წყალდიდობა იყო.