უკრაინაში მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა. 

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობა 25 მაისის 05:30 საათიდან კიდევ 90 დღის განმავლობაში უნდა იყოს ძალაში. საკითხს მხარი უმაღლესი რადას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ასევე, საყოველთაო მობილიზაცია გახანგრძლივდა 23 აგვისტომდე. პრეზიდენტის ამ განკარგულებას მხარი დაუჭირა 315-მა დეპუტატმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი