"ვერავინ შეძლებს ჩვენი ერთობის დარღვევას... ვერც ევროვიზიის ჟიური" | ზელენსკი დუდას

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თავის ქვეყანაში პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას მასპინძლობს, სიტყვით მიმართვის დროს იხუმრა და თქვა, რომ მათ ურთიერთობას ვერავინ გააფუჭებს, მათ შორის, ვერც ევროვიზიის ჟიური.

"ვერავინ შეძლებს ჩვენი ერთობის დარღვევას. ვერც მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები, ვერც უცხოელი აგენტები და ვერც ევროვიზიის ჟიური", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პოლონეთის ეროვნული ჟიურიმ უკრაინული ჯგუფს, რომელიც წელს ევროვიზიის გამარჯვებული გახდა, მაქსიმალური 12-დან 6 ქულა დაუწერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი