რუსებს მაღალი სიზუსტის რაკეტები ეწურებათ - სამხედრო ექსპერტი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები გააძლიერეს, თუმცა დაიწყეს რაკეტების მოძველებული მოდელების გამოყენება, რომლებსაც აქვთ სიზუსტის სერიოზული პრობლემები - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სელეზნევმა OBOZREVATEL-თან ინტერვიუში განაცხადა.

ექსპერტის თქმით, რუსები იძულებულნი არიან გამოიყენონ X-22 რაკეტები, რომლებსაც აქვს დიდი სიმძლავრე, მაგრამ სიზუსტის სერიოზული პრობლემები. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს რაკეტები გაუმკლავდნენ რუსეთის ფედერაციის მთავარ ამოცანას - ინფრასტრუქტურის განადგურებას.

ექსპერტს მაგალითისთვის მოჰყავს 16 მაისის სარაკეტო დარტყმა, რომელიც მიმართული იყო დნესტრის შესართავთან, სარკინიგზო ხიდისკენ, თუმცა რაკეტა რეკრეაციულ კომპლექსში ჩამოვარდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი