ხშირად გვსმენია, რომ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას მედიასთან ბრძოლა, თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლა ჯერ არ მოუგია... მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა - ჯერ!!!
თუ კარგად დავაკვირდებით იმას, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება გაანადგუროს სამოქალაქო სექტორი, როგორ ცდილობს დისკრედიტაცია გაუკეთოს ჟურნალისტებს, როგორ ახალისებს ანტიდასავლურ რიტორიკას და როგორ შეფარვით, მაგრამ დაკვირვებული თვალისთვის კარგად დასანახად, ქვეყანას რუსული ყაიდის დიქტატურისკენ მიათრევს, მიხვდებით რომ ეს ჯერ, მალე შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს. თუნდაც პუტინის ძალაუფლების კონსოლიდაციის და რუსულ ჟურნალისტიკაზე გამოცხადებული ღია ომის ისტორია ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევს, სადამდე წავა რეჟიმი, თუკი მას ახლა გაუვიდა. მსგავსება პუტინის მაშინდელ და ქართული ოცნების ამჟამინდელ მეთოდებს შორის შემზარავად იდენტურია.