მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს - მდგომარეობა "ვივა მედში" გადაყვანიდან მე-11 დღეს

გამოქვეყნდა:

უკვე მე-11 დღეა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედის კლინიკაშია, თუმცა ექიმები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მის ევროპაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.  

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე "ვივა მედის" ექიმებიც ალაპარაკდნენ ვერნიკეს ენცეპალოპათაზე, დაავადებაზე, რომელზეც უკვე რამდენიმე თვეა  "ემპათიასა" და სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმები საუბრობენ. 

ასევე არ გამორიცხავენ ზურგის ტვინის დაზიანებასა და ოპერაციის საჭიროებასაც. შესაძლოა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს ოპერაცია და ზონდირებით კვება დასჭირდეს, რაც ციხეში შეუძლებელია.

ექიმების დასაბუთებული მოთხოვნის პასუხი კი ხელისუფლების მხრიდან ისევ ცინიზმია, რომელიც არად დაგიდევთ არც ადამიანის სიცოცხლეს და არც იმ გამოუსწორებელ ზიანს, რომელიც კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობით ქვეყანას მიადგება. 

კლინიკა ამ დრომდე არ ასაჯაროებს მესამე პრეზიდენტის  სამედიცინო კვლევის შედეგებს, რაც მედიკოსებს ეჭვებს უჩენს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი