
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხრეთ კორეის დედაქალაქიდან იაპონიაში გამგზავრებამდე, ჩრდილოეთ კორეის მმართველს კიმ ჩენ ინს მარტივი მესიჯი გაუგზავნა: "გამარჯობა....წერტილი".
ბაიდენის თქმით, მას "არ აშფოთებს" ჩრდილოეთ კორეის ახალი ბირთვული იარაღის საცდელი ტესტები.
მანამდე, ბაიდენმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი ამერიკასა და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიური სამხედრო წვრთნების წარმართვაზე შეთანხმდნენ. ასევე ისაუბრეს, კორეისთვის საპასუხოდ, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში უფრო მეტი ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე.