ვინ არიან ძმები ხარებავები? - კავშირები კრემლთან, ოლიგარქებთან, რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან და "ოცნებასთან"

გამოქვეყნდა:

ივანიშვილთან ერთად, როგორც ჩანს ევროპაში სხვა ქართველი ბიზნესმენების დასანქცირების შესაძლებლობასაც განიხილავენ. კონკრეტულად კი საუბარია ძმებ ხარებავებზე, რომლებიც ოცნების სტაჟიანი შემომწირველები არიან და რომლებსაც ახლო ურთიერთობა აკავშირებთ თავად ბიძინა ივანიშვილთანაც. ცხადია მიზეზი რის გამოც ჩეხეთის ხელისუფლებამ მათი ოფშორული იმპერიის შესწავლა დაიწყო უპირველეს ყოვლისა კრემლთან და რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან კავშირია. თუმცა კარლოვი ვარსა და ჩეხეთის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებთან ერთად, ეს ჯგუფი საქართველოშიც ძალიან დიდ აქტივებს ფლობს და ხელისუფლებისგანაც უჩვეულო კეთილგანწყობით სარგებლობს. მათ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობასაც პატიობენ და სკოლის დემონტაჟსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი