
მთავრობა STOPCOV ფონდში არსებულ თანხას კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ინახავს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დასმულ შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.
ვინახავთ მეორე ტალღისთვის. მოგეხსენებათ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა. წლის ბოლომდე, ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. ბატონებო, ამ ფონდის ფულს თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ. ამას გაგახსენებთ, პოლიტიკური სპეკულირება რომ არ დაიწყოთ გეტყვით, როგორც გვირჩიეთ ისე გამოვიყენეთ-მეთქი, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა 134 214 386 ლარია.