რუსეთმა დონბასში, ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა - დაღუპულია 7 და დაჭრილია 8 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინის არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა დონბასში, ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა, რასაც 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

მათივე ცნობით, რუსეთმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით გასული დღე-ღამის განმავლობაში გაანადგურა და დააზიანა 116 სამოქალაქო ობიექტი.

„ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 45 დასახლება დაბომბეს, გაანადგურეს და დააზიანეს 116 სამოქალაქო ობიექტი: 106 სახლი, სამშენებლო ლიცეუმის საერთო საცხოვრებელი, ორი საწარმოს შენობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მაღაზია და ა.შ. სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

უკრაინის არმიის ნაწილებმა დონბასში ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი