ავტობუსში ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული კაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

მუნიციპალურ ტრანსპორტში ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული კაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა როინ მებონიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. აღკვეთის ღონისძიების ამ ფორმას ეთანხმება ბრალდებულიც.

როინ მებონია ცოლის მკვლელობას აღიარებს, თუმცა დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს. ამბობს, რომ არ იცის რატომ მიაყენა მრავლობითი სასიკვდილო დაზიანებები მეუღლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ.

"ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას და ჩვენ ვეთანხმებით. რა მოხდა ამას სრულყოფილად ვერ იხსენებს, ფაქტების აღდგენა უჭირს, მძიმე ფსიქოლოგიური-ფსიქიატრიული პრობლემა აქვს. მაგრამ თვითონ ამ ფაქტს, რომ დანაშაული მოხდა, არ უარყოფს. ფსიქოლოგიური პრობლემები ადრეც აწუხებდა, ერთი წლის წინ მკურნალობის კურსი აქვს გავლილი", - თქვა დაკავებულის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ.

 მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი