სამართალდამცავებმა ჟურნალისტის უსაფრთხოება სრულად უნდა უზრუნველყონ - გახარია გიორგი გაბუნიაზე

გამოქვეყნდა:

სამართალდამცავმა სისტემამ სრულად უნდა უზრუნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება, - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესახებ, პარლამენტში, "ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას.

სამართალდამცავმა სისტემამ მძიმე დანაშაული აღკვეთა. რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა სისტემამ სრულად უნდა უზრუნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება. სრულად, ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე. ეს არის ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში უნდა მოახერხოს ამ საქმის გამოძიება, რომ მოქალაქეს მიაწოდოს სრული, ღია, ტრანსფარენტული ინფორმაცია იმისთვის, რომ არავის, ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ამ საკითხით სპეკულირება მოახდინონ და სიტუაციები დაძაბონ, - ამბობს გახარია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი