
კურდღლები ხართ, - ასე მიმართა პრემიერმა გიორგი გახარიამ "ევროპული საქართველოს" წევრებს პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის დროს.
მაგარი კი არა, კურდღლები ხართ. კურდღლები ხართ, რატომ იცი? ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით ჯგუფური ბრეინსტორმინგები რომ მოაწყეთ და იქიდან იმუქრებოდით, აი ახლა ჩვენ.... მე ადამიანურად მოგიწოდებთ, დამშვიდდით. დაწყნარდით, ნერვებს გაუფრთხილდით. არჩევნები არის წინ. შესაბამისად, მესმის, რომ არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ მაგრამ ხელებს ნუ იფშვნეტთ. დამშვიდდით რა, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
გიორგი გახარია პარლამენტის დღეს წინაშე ანაგრიშით წარსდგა. ამ წუთებში ის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.