
შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ აქ, არ ნიშნავს, რომ „დრაივი“ არ მაქვს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პაატა მანჯგალაძე პარლამენტიდან პასუხობს და ამბობს, რომ არ ეთანხმება "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ბევრ საკითხში:
„არ ვიცი, რას გულისხმობს ჯაფარიძე, შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ აქ, არ ნიშნავს, რომ „დრაივი“ არ მაქვს. მატყობთ რომ „დრაივი“ არ მაქვს? ვადასტურებ ყველა ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატივისცემას, მაგრამ არ ვეთანხმები ბევრ საკითხში, მათ შორის, ვინც პარლამენტიდან გავიდა, ის ხალხი რას აკეთებს იმაზე მეტს გარეთ, ქუჩაში, ვიდრე არის ის პროცესი, რაც დაწყებულია პარლამენტში კომისიებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ დავინახავთ, რომ ამაზე დიდი საქმე კეთდება ქუჩაში, აუცილებლად გამოვალ პარლამენტიდან,“ - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში არ არსებობს - ეს განცხადება ჯაფარიძემ ოპოზიციონერ კოლეგებზე საუბრისას, პალიტრანიუსთან გააკეთა.