უცხოელი სპეციალისტის ჩართვაზე უნდა მოხდეს კონსენსუსი, ამისთვის ექიმებზე უნდა მოშორდეს წნეხი - სერგეენკო მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილებისთვის აუცილებელია კონსენსუსი. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, ექიმებზე პოლიტიკური წნეხი მოშორდეს.

სერგეენკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმებსა და მოწვეულ სპეციალისტებზე გარკვეული მუქარა ხორციელდება.

"იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მივიდეს იქამდე, რომ აუცილებელია უცხოელი სპეციალისტის ჩართვა, აქ უნდა მოხდეს კონსენსუსი საკითხზე, რომ აქაური რესურსები არ არის ამ კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად მზად.

იმისათვის რომ ეს მოხდეს, უნდა ჩატარდეს კონსილიუმი და არა კლინიკური აუდიტი, რაც აქამდე ტარდებოდა, ამისთვის საჭიროა, რომ ექიმებზე მოშორდეს პოლიტიკური წნეხი, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მის მკურნალ ექიმებზე, ასევე მოწვეულ სპეციალისტებზე მიდის, უმეტეს მათგანზე, პირდაპირი მუქარა, თუ ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველ გადაწყვეტილებას ისინი არ დააფიქსირებენ, მათ ემუქრებიან, ექიმები ასე ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას",-თქვა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები ითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი