15-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Starbucks რუსეთის ბაზარს ტოვებს

გამოქვეყნდა:

Starbucks რუსეთში თავის ყველა კაფეს ხურავს - ყავის გიგანტი Starbucks აცხადებს, რომ მან დატოვა რუსეთი და აღარ ექნება ბრენდს არცერთი მაღაზია. 

ყავის კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთში 15 წელია მუშაობენ და ახლა ქვეყანაში 130 ლიცენზირებული კაფე დახურულია. Starbucks უერთდება სხვა კომპანიებს, როგორიცაა McDonald-ს.

Starbucks-ში აცხადებენ, რომ ის "მხარდაჭერს" უცხადებს თავის 2 000 თანამშრომელს რუსეთში და გადაუხდის ანაზღაურებას ექვსი თვის განმავლობაში. 

ცნობისთვის, გადაწყვეტილება Starbucks-ის დახურვის შესახებ, აღმასრულებელმა დირექტორმა, კევინ ჯონსონმა მარტში გამოაცხადა და თქვა, რომ მან შეაჩერა ბიზნესსაქმიანობა რუსეთში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი