თქვენც კი მიყვარხართ! - წულუკიანი ირმა ნადირაშვილს

გამოქვეყნდა:

მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც, არათუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ევროპული საქართველოს" წევრ ირმა ნადირაშვილს. 

წულუკიანი საპარლამენტო ტრიბუნასტან მას შემდეგ დადგა, რაც "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა და თინა ბოკუჩავამ პრემიერ გახარიას შეკითხვები ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას შესახებ დაუსვეს. გიორგი გახარიამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სწორედ წულუკიანს დაავალა. 

თეა წულუკიანმა საკუთარ გამოსვლაში გიგა ბოკერიასაც მიმართა. 

მე პირბადე მოვიხსენი იმიტომ, რომ ჩემი სახე ახსენეს და მინდა, ჩემი მწყაზარი სახე გაყურებინოთ. ბატონო გიგა, ძველქართული სიტყვები თქვენზე კარგად მოქმედებს. სად არის თქვენ გვერდით რომ კოლეგა იჯდა, ქალბატონი ირმა. სად არის? თუ ქალბატონი ინგა. სად არის? ქალბატონი თინაც არ არის, ვინც ეს ნოტარიუსი ახსენა. ქალბატონო ირმა, სადაც ბრძანდებით, ალბათ ჩართული გაქვთ ტელევიზორი. მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც, არათუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ, - განაცხადა თეა წულუკიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი