ქართული ოცნების ახალი ტაქტიკა და უცვლელი სამიზნეები - ახალი პოლიტიკური კვირა მმართველი პარტიის ლიდერმა ოპოზიციაზე, ევროპელ პარტნიორებსა და უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმით დაიწყო. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო ჩაგდებაში მმართველი პარტია ოპოზიციის დადანაშაულებას ცდილობს. ოცნების ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათი ოპონენტები ბრიუსელში განგებ ლობირებენ სტატუსის ჩაგდებას. ევროპარლამენტარებისგან მმართველი პარტია წერილობით ანგარიშებს მოითხოვს, კიევს კი მორიგ არამეგობრულ ნაბიჯებში ადანაშაულებს. ერთადერთი ვინც დღეს ქართული ოცნების ოფისში არ გაუკრიტიკებიათ - მოსკოვი იყო.