"რუსთავი 2-ის" არასდროს ყოფილა ის ავტომანქანა - მდინარაძემ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით "ფეიკი გამოააშკარავა"

გამოქვეყნდა:

მედიამენეჯერობა კი არ არის ამოსავალი წერტილი, აქ არის დანაშაული ჩაიდინა თუ არა, ეს არის დასავლური მიდგომა - ასე ხსნის "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკურ განაჩენს. 

მდინარაძემ "მოვლენებს გაუსწრო" და ბრიფინგზე კითხვის დასმის გარეშე ნიკა გვარამიას დაკავებაზე საკუთარი ინიციატივით ისაუბრა: 

"გავუსწრებ მოვლენებს, აუცილებლად მკითხავს რომელიმე თქვენი კოლეგა... მთელი 1 კვირის განმავლობაში გვარამიასთან დაკავშირებით ატრიალებენ ფეიკს, რომელსაც ახლავე გამოვააშკარავებ მე თქვენ თვალწინ. 1 კვირის განმავლობაში ნარატივი ხომ დაალაგეს, რომ სამსახურის ავტომანქანით სარგებლობისთვის დასაჯეს ადამიანი და რამხელა Fake-თან გავქვს საქმე. სამსახურის საერთოდ არ არის ის ავტომანქანა, "რუსთავი 2-ის" არასდროს ყოფილა ის ავტომანქანა, რომლის სხვა თავის მეგობრის კომპანიაზე გაფორმებითაც ნიკა გვარამიამ 67 000 ევროს ზიანი მიაყენა. ბარტერი გააკეთა რუსთავი 2 -ით და რუსთავი 2-ის არასდროს ყოფილა ის მანქანა",- თქვა მდინარაძემ. 

ამ განცხადების შემდეგ მდინარაძე თავისი პარტიის ნარატივს დაუბრუნდა და თქვა, რომ "ანტიდასავლური", "ომისა და ღალატის", "ფეიკნიუსის" ნაცმოძრაობა ქმნის ყალბ ინფორმაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი