ჟირინოვსკის შვილმა სახელი შეიცვალა და პოლიტიკიდან წავიდა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოს ვლადიმერ ჟირინოვსკის ვაჟმა და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა ვიცე-სპიკერმა იგორ ლებედევმა, წინასწარი მონაცემებით, შეიცვალა სახელი, გვარი და პოლიტიკიდან წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბაზა" Telegram-ის არხში ავრცელებს.

ვარაუდობენ, რომ ასეთი ცვლილებების მიზეზი, ჟირინოვსკის შვილის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებული სანქციებია. 

"სახელის  2021 წლის ზაფხულში შეიცვალა, ამავე დროს, იგორ ვლადიმერვიჩმა გამოაცხადა სამუდამოდ წასვლის შესახებ რუსული პოლიტიკიდან და პარტიიდან.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი შეიძლება იყოს ის სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა ჟირინოვსკის შვილს ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესა. იმ მომენტიდან ყოფილმა დეპუტატმა დაკარგა ევროპაში გამგზავრების შესაძლებლობა, სადაც მისი ოჯახის წევრებს უამრავი უძრავი ქონება აქვთ. ლებედევი არასოდეს მალავდა სიყვარულს ესპანეთის სანაპიროების მიმართ, შესაძლოა, ახალი პასპორტითა და ახალი პერსონალური მონაცემებით მისთვის გამგზავრება გაუადვილდეს"- წერს "ბაზა. 

ვლადიმირ ჟირინოვსკის ვაჟი, იგორ ლებედევი, რამდენიმე თვეა, დავიდ ალექსანდროვიჩ გარსიად იწოდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი