გვინდა, ვიყოთ საქართველოს პარტნიორები, მაგრამ მთავრობისგან არეული სიგნალები მოდის - გრეგოროვა

გამოქვეყნდა:

"ევროკავშირს საკუთარი მიდგომა არ შეუცვლია, გვინდა, ვიყოთ საქართველოს პარტნიორები, მაგრამ არეული სიგნალი მოდის, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მხრიდან" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა. მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

"ფორმულას" გადაცემაში ევროპარლამენტარმა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკაზე ისაუბრა.

"თუ მე ველაპარაკები საქართველოს წარმომადგენლებს ბრიუსელიდან, მე ყოველთვის მესმის კარგი ინფორმაცია, რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა, რომ არსებობს იმედი, ვარიანტები, მაგრამ როდესაც მესმის პრემიერმინისტრის გამოსვლა ან როდესაც ჩავდივარ საქართველოში და ველაპარაკები მას, იგი გვაკრიტიკებს ჩვენ და ანტიევროპულ პოზიციას გვახსენებს. ეს არის განსხვავება, რასაც თბილისი ამბობს და რას ამბობს ქართული ოცნება ბრიუსელში. ევროკავშირს საკუთარი მიდგომა არ შეუცვლია, გვინდა ვიყოთ საქართველოს პარტნიორები, მაგრამ არეული სიგნალი მოდის, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მხრიდან",-თქვა მარკეტა გრეგოროვამ. [სინქრონული თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი