"იმდენი ენერგია და ფული დახარჯეს...მაგრამ დილით ვიღვიძებ და ვიღვიძებ" | ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში, გეგმა B-ზე ისაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში გეგმა B-ზე ისაუბრა. 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არის საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა და უკრაინის ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა ვარიანტები ქვეყნის ხელმძღვანელობიდან მისი შესაძლო მკვლელობის შემთხვევაში.

"ჩვენ, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, მომზადებული და გაყოფილი ვართ. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ გვესმოდა, რომ ზარალი რომ ყოფილიყო, ამ პროცესისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. მინისტრთა კაბინეტი ორ ნაწილად გავყავით,  რომ ქვეყანა დაცული ყოფილიყო თუნდაც ასეთი შედეგებისგან“,- თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ, ასევე, იხუმრა რუსეთის მხიდან მისი მკვლელობის დაკვეთის შესახებ:

"იმდენი ძალისხმევა დახარჯა ხალხმა, ენერგია და ფული... მე მზად ვარ დავეხმარო მათ... მაგრამ დილით ვიღვიძებ და ვიღვიძებ",- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. 

ზელენსკიმ აღნიშა, რომ მისი მკვლელობის საფრთხე მუდმივად არსებობს და ეს საკიტხი მტრისთვის დღის წესრიგში დგას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი