მესამე მასტერკლასი ოპოზიციას - კობახიძე გახარიას გამოსვლაზე

გამოქვეყნდა:

ეს იყო ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი ოპოზიციისთვის, - ასე შეაფასა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება დღევანდელ გამოსვლას, ეს იყო ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი ოპოზიციისთვის. ეს არის ძალიან მოკლე შეფასება, თუმცა, მოგვიანებით, ამას კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, - ამბობს კობახიძე. 

მანამდე კი, მაისში, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას ერთხელ "გოიმური ოპოზიციისთვის ჩატარებული მასტერკლასი", მეორედ კი "საყმაწვილო შამათი" უწოდა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია დღეს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი