"ბლინკენის წერილში უკმაყოფილება არ არის გამოხატული. საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა, თან შესაძლო მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს არის პირდაპირ ნათქვამი... ბუნებრივია, ამას შეგახსენებს ნებისმიერი პარტნიორი. პირდაპირ წერია, შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მივიღოთ ყველა ზომა",
აცხადებს ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წერილზე საუბრისას, სადაც ენტონი ბლინკენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.