მოზარდებს შორის დაუნდობელი ანგარიშსწორების სულ უფრო მზარდი სტატისტიკა და ძალადობა ქვეყანაში - მთავარი მიზეზი, რაზეც საზოგადოება თანხმდება, თავად ხელისუფლებაა, რომელიც საკუთარი ქმედებებით ხელს უწობს და ახალისებს ძალადობას. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები დაუფარავი აგრესიით თავად ღიად ესხმიან ოპონენტებს და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სურათი სულ უფრო სახიფათო ხდება.
ძალადობის გმობის ლოზუნგით მოსული "ოცნების" ხელისუფლების მთავარი საფუძველი ძალადობა და აგრესია მმართველობის საწყის ეტაპზევე გახდა. მაშინ როდესაც კუნთმაგარი ბიჭები, პოლიპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული ადამიანები მათთვის მიუღებელ ინდივიდებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების ძალადობა და სისხლიანი გარჩევები სწორედ ხელისუფლების მხრიდან იყო სანქცირებული, პირველი ინციდენტი 2013 წელს საჯარო ბიბლიოთეკასთან მოხდა, მერე კი იყო კორცხელი.
მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები, ეგრედწოდებული ქუჩური კანონები, აგრესიული გარჩევები, დაუსჯელი დამნაშავეები, ახალი ავტორიტეტები და ახალი მფარველები, ხელისუფლების ვერტიკალსა და საზოგადოებაში "ოცნების" მთავრობისგან არის წახალისებული - ამბობს გია ბუღაძე.
კახა კალაძის აგრესიული რიტორიკა, სისხლიანი სიმბოლოები არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების, არამედ მედიის წინააღმდეგაც, იმის ნიშანია, რომ 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს "ოცნება" მთავარ აქცენტს სიძულვილზე და საზოგადოების გახლეჩაზე აკეთებს. აგრესია და ძალადობა ცხოვრების წესი ხდება, სადაც წესიერი ადამიანებისთვის ადგილი აღარ რჩება, სადაც უდანაშაულო 19 წლის წარმატებულ ბიჭს მისივე თანატოლები სასიკვდილოდ იმეტებენ.
გაზრდილი კრიმინალის, მოზარდებსა და ახალგარდებში დაგროვილი სიძულვილის მთავარი მიზეზი წლების მანზილზე არსებული აგრესიაა. საზოგადოების ცნობილი სახეები ამბობენ, რომ ამის მთავარი მიზეზი ხელისუფლება და მის მიერ წახალისებული ძალადობაა.